თუ აქამდე რაიმე ობიექტზე, ან ობიექტთა ჯგუფზე ზეგავლენის მოსახდენად, თქვენი ფიზიკურად ადგილზე ყოფნა იყო საჭირო, თუ ამ ობიექტთა ჯგუფის მონიტორინგისთვის ხარჯავდით რესურსებს, თუ აქამდე ინფორმაციის სიზუსტე და სისწრაფე დამოკიდებული იყო მომუშავე პერსონაზე, თქვენ შეგიძლიათ ეს მოძველებული პროცესები ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, რასაც ლომსაში დისტანციური კონტროლი ეწოდება.
ლომსას სისტემა შედგება ჭკვიანი მოწყობილობებისა და IoT სერვისისგან (ე.წ. IoTaaS). ამ ორის კომბინაციით, დისტანციურად კონტროლი შესაძლებელი ხდება მობილური აპლიკაციითა და სხვადასხვა პლატფორმებით. ლომსას უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოწყობილობები, მათი ოპერაციული სისტემები და პროგრამა, იდეალურ კომუნიკაციას ამყარებენ ერთმანეთთან, რადგან თითოეული დეტალი, ოპერაცია თუ პროტოკოლი, კომპანიის შიგნით მზადდება, მსოფლიოში არსებული სტანდარტების რეკომენდაციებით, რაც თავისთავად მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა.
კაცობრიობის და ტექნოლოგიის განვითარება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მოწყობილობები და პროგრამები გადადიან ახალ, ე.წ. ხელოვნური ინტელექტის ეტაპზე და ერთმანეთთან კომუნიკაციით, გადაჭრიან მსოფლიოში არსებულ უამრავ პრობლემას. ამ სისტემას IoT (Internet of Things) ეწოდება, უფრო ზუსტად კი ურთიერთდაკავშირებული გამოთვლითი მოწყობილობების სისტემა. ლომსას მიზანი კი მსოფლიოს ამ ეტაპზე გადასვლის საშუალების მიცემაა, როგორც დიდი ორგანიზაციებისთვის, ასევე ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის.
ლომსას გეითვეი აკონტროლებს ქსელში არსებულ ყველა მოწყობილობას ჩვენ მიერ შექმნილი LSRF პროტოკოლით, ეს მოწყობილობები პასუხისმგებელნი არიან გეითვეისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, გეითვეი კი ამ მონაცემებს უგზავნის ლომსას პლატფორმას უსაფრთხო და დაშიფრული LNP პროტოკოლით, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება მომხმარებლის მხარეს, მაგალითად ლომსას აპლიკაციაში.
გეითვეი აყენია ქსელში, როგორც ინტერნეტის მოდემი, აქვს 2-3 კილომეტრიანი დაფარვის ზონა, მუშაობს Ethernet-ზე, Wifi და Mobile Data-ზე. დენის გათიშვის შემთხვევაში კი ავტომატურად ელემენტებზე გადადის და ძლებს დახლოებით 15-20 სთ.
მარტივი ინსტალაცია QR კოდის დასკანერებით
უსაფრთხო და დაშიფრული ინფორმაცია
დაფარვის ზონა 3-4 კმ
კომუნიკაცია ქსელური ინტერნეტისა და ელექტრო ენერგიის გარეშე
იმისათვის რათა დისტანციურად დაუკავშირდეთ გეითვეის, მართოთ მოწყობილობები, მოახდინოთ სრული ავტომატიზაცია და გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ლომსას ეკოსისტემა გთავაზობთ, საჭიროა აპლიკაცია. იგი სრულიად უფასოა, დამზადებულია თანამედროვე სტანდარტებით და მიმდინარეობს მისი ინტენსიური განახლება/გაუმჯობესება. ლომსას აპლიკაცია შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი.
უფასო
მუდმივად განახლებადი
მულტი-პლატფორმული
(iOS, Android, Linux, macOS, Windows, Web)
მოწყობილობების შეუზღუდავი რაოდენობა
ლომსაში მზადდება უამრავი მოწყობილობა, ესენი შეიძლება იყოს სხვადასხვა სენსორები, რელეები და ა.შ. ეს მოწყობილობები აგროვებენ ინფორმაციას და უგზავნიან გეითვეის, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება მომხმარებლის მხარეს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მოწყობილობა შეიძლება იყოს ტემპერატურის სენსორი, რომელიც 30 წამში ერთხელ უგზავნის გეითვეის მიმდინარე ტემპერატურასა და ტენიანობას, შესაბამისად მომხმარებელი აპლიკაციაში 30 წამში ერთხელ ხედავს განახლებულ ინფორმაციას.
მარტივი ინსტალაცია ღილაკის ერთი დაჭერით
ინფორმაციის ზუსტი და სწრაფი მიწოდება
დაბალი სიმძლავრის მოხმარება, ეკონომიურობა
უსაფრთხო და დაშიფრული ინფორმაცია
ჩვენი სერვისები ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულების ფართო სპექტრზე, მაგალითად: